0

53


.შემოდგომის სურნელი

მალე დადგება მძიმე დროება,
მკლავს შემოდგომის მძაფრი სურნელი,
ეს გული კრთომით დაემონება,
მის ბედისწერას განუკურნელი,

ის მძიმე ქარგვით შემობრძანდება,
დღეებს შემოსავს ნაცრისფერ ტონში
და უიმედო გულში ნადებად,
 გააჩენს შიშს და უმწეო ლოდინს,

და მერე ფეხქვეს მიწაც გაცვდება,
გამოეცლება სიცოცხლეს მადლი,
 ამ უნუგეშო დღეთა ზმანება,
გაიფანტება გრიგალში კრძალვით,

იქნება დარდი,იქნება გლოვა,
მწუხარე სულთა მძიმე ვედრებაც,
მაგრამ საფლავში დამალულ დუმილს,
არ ეშველება, არ ეშველება.
                                             ლეგა კორინთელი
კომენტარები (0)