0

54


. შემოდგომის ფრაგმენტი

ოჰ! ეს ფოთლები, ფენილი ქარით,
ეს მწუხარე და ნაზი ზმანება,
ეს ყვავილები.ეს ცა.მითხარით,
არავის თქვენგანს არ ებრალება.
ჰაერი ოხრავს ფოთლების ფენათ
ღონემილეულ მზის დაღალვაში
და ბილიკებძე წყნარი მოწყენით
დაბინდულ წყვილად მიდის ქალ – ვაჟი.
ცხოვრობდა ვინმე, გულში ფარული
უთრთოდა ციურ შუქთა კამარა:
ამ ქვეყნად სურდა მას სიყვარული
მაგრამ ვერავინ ვერ შეიყვარა!
იყო მეორე: დასწვეს დასდაგეს
ვნებებმა მისი მხურვალე გული.
როდესაც ვარდთა სისხლიან ბაგეს
ეწაფებოდა თვალდახუჭული.
ამ დღეებს მისდევს ჩუმი განდობა
ფერფლდება თვალთა ბანოვანება
და ასე მჭკნარი აზალგაზრდობა
ნუთუ არავი არ ენანება.
ჰაერში ოხრავს ფოთოლთა ჩრდილი,
სწუხს ლაჟვარდების მსუბუქი ქაფი
და შემოდგომის გზებზე დაღლილი
მიდიან – გრეი და ზეინაბი 
                               გალაკტიონ ტაბიძე
კომენტარები (0)