0

ტერენტი გრანელი


ეს არის ბაღში ახლა მოვედი,
მომაქვს ტალანტი დიდი პოეტის.

არის წამება და რაღაც მეტი,
მსურს გაქანება და მინდა ეტლი.

და ვარ ასეთი ძვირფასი დღესაც,
ძირს ყვავილია და მაღლა ზეცა.

მე ვზივარ ბაღში და ჩიტი ჟივის,
დღეა სექტემბრის და დღეა ცივი.
კომენტარები (0)