0

ოთარ მამფორია _ შადრევანი_ცრემლი


ყირიმის ზეცა შორით გაცრილა ცისფერ ნისლში.
ბაღი ვით ოქროს ნავი ზღვაში მიცურავს წყნარად.
მესხმის სახეზე თქორი და თოლიების ჟივჟივს
მკერდში ჩამიფრენს ქარი, ვით ჩემთვის ნამღერ ნანას.
ალუპკა _ ძველი სევდა, ეს შადრევანი_ცრემლი,
აღარ სცემს, აღარ ბრწყინავს, გამშრალა როგორც ქალი.
ვინ ამოსვეტა ნეტავ ამაყი_მკერდის რწევით
და ვინ დაუვსო მტირალს ეს ცრემლიანი თვალი?!
კომენტარები (0)