0 1299

ლექსო




.        👑ქართული👑
                    ...
ჩუმი სუსხით დაზაფრული,

სული კრულვით ნაკურთხი,

აქ ამ გულში ჩაკარგული

დაღდასმული წარსული,

ხუთგზის წყევლამ მოიხელთა,

ხუთგზის ხელმა ავსულის

და ვერცერთმა გაუნელა

სიყვარული მამულის,
 
ვერა მტერმა, ვერა ცრემლმა,

ვერ გახედნა ეს გული,

გული სუსხით გათანგული,

დაღდასმული, ქართული!
                                        2018წ

👑მიღმიერი👑
           ...
როცა ლოცვად
 
აღმომთქვამ მგოსანს,
 
ტკბილსურნელოვანს, 

როცა გრძნებით ჩაღვენთილს
 
შენში, ნელი  ქარცეცხლი,
 
ამომაფრქვევს, აღმომთქვამს,
 
როგორც ქროლვას ჯადოსანს,
 
ძველისძველი ჰანგებით
 
ცრემლის კორიანტელში,
 
როცა სევდის ქარები,
 
ნელი წვით და წვალებით,
 
დამარწევენ ზღვარს ზევით
 
თავად ღმერთში გაჟღენთილს,
 
ჩამოვტკბები, ჩავდნები,
 
მთელი ჩემი არსებით,
 
მანდ მაგ მკერდში დამწველი
 
გზნების ნიაგარებით, 

როცა ლოცვად აღმომთქვამ

 მგოსანს, ტკბილსურნელოვანს, 

როცა გრძნბით ჩაღვენთილს 

შენში ნელი  ქარცეცხლი..

 .            👑کنکشن👑
                      ...
ამოიღვენთა სულიდან სევდა,
 
ცრემლად შეერწყა შენისლულ ჰაერს

და ასე ნელა შეერთდა ღმერთთან,
 
ზეცად აშლილი და მოკამკამე.

    
.        👑 FENIX 👑
                  ...
როგორც შვების ფრინველი, 

ალმოდბულ ნისლებში,
 
ლაჟვარდოვან ხილვების,
 
მწველი სხივმოსილებით, 

მოირწევი ზღვისფერი
 
გზნების მკვეთრი წინსწრებით,
 
ქარტალღოვან ზვირთების

მთელი მისტერიებით,
 
ღმერთის წრფელი მიგნებით, 

აქ ამ სულის სიღრმეში,
 
კვლავ იღვრები იმედი, 

როგორც ცრემლი პირველი,

როგორც შვების ფრინველი,

ალმოდბულ ნისლებში,
 
ლაჟვარდოვან ხილვების, 

მწველი სხივმოსილებით...


👑ინსპირაცია👑
           ...
დარდის წიაღში 

დამწყვდეული

დიადი აზრი,
 
ლოცვათა კრთოლვა, 

ამოთრთოლვა 

გულიდან განცდის,
 
მიირწევიან ამ ბედკრული 

მიწიდან კრძალვით,
 
ღამის წყვდიადში 

გაბნეული,
 
გრძნობები ცამდის.

👑AURORA👑

სულის მბრწყინავ წყვდიადში,

მოწკრიალებს ტრფიალით,

ციდან გადმომზირალი,

ასწლიანი გრიგალი,

თრთიალებენ ციალნი,

დარნი დიად მზისანი,

ასდით ალი ტრფიალის,

ნელი კრთიალ კრთიალით...


👑ვნების ეფემერები👑
                  ...
ამ მოქნილი ლექსების

გრძნებით გეალერსები,

ვნების ცეცხლით შეფერილს

მეხვევიან ცხელ-ცხელი:

მკერდის სველი მტევნები,

აკოკრილი კერტები,

გზნებით განხელები,

შენი თეთრი ხელები,

როგორც შხეფი ცრემლების,

იფრქვევიან ვნებები,

ლექსის ციებ-ცხელებით,

გადახეთქილ ვენებში,

მთელი ჩემი შეგრძნების

გრძნებით გეალერსები,

მწველი ფერებფერებით,

კრთიან ეფემერები.
                              2019წ
კომენტარები (0)