👑ექსპრომტი👑
...
მაგ შენი თმების
სურნელი მწველი,
მინდა ჩემ სულში
ჩაწნა, ჩაქარგო,
რომ შემოდგომის
პირველი ლექსი
და სიყვარული
შემოგთავაზო.
👑სიჩუმე👑
...
ირგვლივ სევდაა
და ნისლი თეთრი,
დუმს დედამიწა,
დუმს ჩემი ლექსიც
და დაობლებულს
ზედ სულზე მეკვრის,
მაგ შენი თმების
სურნელი მწველი.
👑სიშორე👑
...
დამღალა შენმა სურვილმა
და მონატრების თარეშმა,
გრძნობები გააათკეცა,
შორს მონავარდე ქარებმა,
სადახარ? სულის ფორიაქს,
ვაქსოვ და ვაწრთობ სტროფებში,
იქ სადაც არის ყოველი,
ბნელი და მიუწვდომელი,
იქ სადაც ყოფა შფოთვაა,
მძიმეა ლოცვის წუთები,
იქაც შენს სურნელს ვუმღერი,
ცრემლით და განადგურებით.
👑შეშლილი ლექსი👑
...
ქარმა
აშარმა
გადამიარა
და
გადაშალა
ჩემში,
რაღაც
სხვა
განცდა,
განცდა
შრიალა,
განცდა
რომელსაც
ვერ ვხსნი,
აშარმა
ქარმა
რაღაც
კი არა,
შემომაყარა
შენი,
ყორნისფერ
თმების
სურნელი
მწველი
და ეს
შეშლილი
ლექსი.
2012წ