0 0 39
უცნობი (გ. ტაბიძეს)👑
შენს სულს მწუხარეს,
განცდისგან წარღვნილს,
ღლის მარტოობის
მდუმარე სევდა
და ეს მგზნებარე
წამები ქარში,
შვლის დაღალული
გულივით ფეთქავს,
შორეულ მთებთან
გრიგალი დაქრის
და მე მოვყვები
მხურვალე შენს ლანდს,
თვალწინ მეშლება
სიზმარი მძაფრი,
მწვავს მგლოვიარე
მგოსნების წყევლა,
უნაზეს ფერთა
გამებში გაშლილს,
გზა გაწამებდა
გოდებდა ზეცა,
ირგვლივ კი მძაფრი
დაქროდა ქარი
და გზად არეულ
ზმანებებს ფენდა
და შენთან ერთად
ტიროდა ზეცა,
თან უმძიმესი
ნაბიჯით ქარში,
დაგსდევდა მტერთა
მქუხარე წყევლა
და მოტრფიალე
სიკვდილის ლანდი.
2007წ.