0 39

ძლევა


როცა შინაგანი შიშები
სულზე ბორკილებს გადებენ,
როცა უძრაობა სხეულზე გედება,
რათა მიგისაკუთროს და
არყოფნაში გადაგისროლოს,
უნდა გაბედო, უნდა ახლიდან დაიბადო,
რადგან ბედნიერება სიმამაცის პირმშოა,
რადგან მისი ყოველი გაელვება
შესრულებულ მისიას
და ახლიდან დაბადბას უდრის.
აშრიალდა ქარდაქარ,
განცდა ლაღად ამაღლდა,
მანდ მაგ გულში ფარული,
შუქი შემოკამკამდა,
აკრთიალდნენ წამები,
ნელი წვით და წვალებით,
ეს ქარებიც წამებით,
თრთოლვით და გამძაფრებით,
ირხევიან, კრთებიან,
ცრემლბს ცრიან ვნებიანს,
ამ სევდიან ლექსიდან,
ქრიან, მიირწევიან,
კრთიალებენ წამები,
ეს ქარებიც წამებით,
თრთოლვით და გამძაფრებით,
შფოთვით განაწამები.
                      ლეგა კორინთელი
კომენტარები (0)