0 0 46
გაქცევა
თუკი ვირზე ნამყნობი
მყრალი სიბრიყვე
სულს გიხუთავს
და შენში შემოღწევას ლამობს,
რათა ერთიანად გაგთელოს,
გაგხრწნას და აქოთებულ გვამად გაქციოს,
უნდა გაიქცე, უნდა გაიქცე და
კარი სწრაფად გადაირაზო,
სულის სარკმლები მაგრად დალუქო
და ღმერთზე იფიქრო,
იფიქრო მზეზე,
ზღვის ნოტიო ჰაერზე
ან თუნდაც პოეზიაზე.
თუკი სულში ოქროცურვილ
შუქსხივს ააკიაფებ,
შავბნელ დარდებს განიქარვებ,
განფენ ლაღ გარიჟრაჟზე,
გწამდეს ციდავ ფრთებს შეისხამს
ციდან ყველა ოცნება
და ცხოვრება სიხარულის
გზნებით შეიმოსება,
თუკი სულში ოქროცურვილ
შუქსხივს ააკიაფებ,
შავბნელ დარდებს განიქარვებ,
განფენ ლაღ გარიჟრაჟზე.
ლეგა კორინთელი