0 56

თვითგადარჩენა


შენს ბინძურ სულში ჩაჟანგული 
განცდა ხრავს ფიქრებს,
დაეძებ სიტყვებს რომ აღმოგთქვას
ბოღმამ სულიდან,
რომ შენს არსებას აყროლებულს 
შავსა და ცბიერს,
როგორმე ისევ, თუნდაც მცირე 
სიმშვიდე მისცე...
როდესაც საკუთარ სიცრუეს
სიცრუით ამხელ,
სულის ღრმა შრეები კი
ეგოს მძაფრ ტკივილებს მალავენ,
როცა საკუთარი უნიჭობის გამომზეურება
მრისხანებაში გაგდებს,
ამბიციებს გიმძაფრებს,
შურსა და ბოღმას გიღვივებს
და გხრავს...
ის რომ გადარჩე
უნდა ისევ სიცრუეს უხმო,
გონება თვალთმაქცობით გამოივსო.
უვიცი ხალხის აპლოდისმენტებით
დანაყრებული ეგო დროებით მიაძინო
და  სიამოვნბისგან აკრუტუნდე...
უნდა იკრუტუნო ძვირფასო ჩემო,
უნდა იკრუტუნო,
მაგრამ ისიც უნდა გვახსოვდეს, რომ
მთელი შენი ჭეშმარიტება,
რომლსაც ასე გამალებით ეძებ და
თავად ეგ ძიების პროცესიც,
თავის მოტყუებაზე მეტი
არც არასოდს ყოფილა და
სავარაუდოდ არც არასოდეს იქნება
და რომ მთელი ადამიანური ყოფა
თავისი წიაღსვლბითა თუ ~
მორალურ-ზნობრივი მიღწევებით
მხოლოდ და მხოლოდ ერთ უმარტივეს
ინსტიქტზე დგას .....
კომენტარები (0)