0 36

ნადიმი


ამოგარწყია ბოღმამ გულიდან,
შენ, მყრალ არსებას გეხვევა მატლი,
სივრცე აქოთდა ლეშის სუნით და
პარაზიტებიც შეუდგნენ ნადიმს,
არის ხორხოცი, ხვნეშა, გნიასი,
გაჟღენთილია ჰაერი შხამით
და ამ მატლების ორომტრიალში,
ლაღად ნებივრობს ეგ შენი გვამი,
ამოგარწყია ბოღმამ გულიდან,
შენ, მყრალ არსებას გეხვევა მატლი,
ირგვლივ გამეფდა ლეშის სუნი და
პარაზიტებიც შეუდგნენ ნადიმს.
                                            ლეგა კორინთელი
კომენტარები (0)