***ღამით ვარსკვლავთა ნათებამ


ღამით ვარსკვლავთა ნათებამ,
თვალი მომჭრა და დამათრო…
ღამით სულ მარტო დავდივარ,
არვის არაფერს არა ვთხოვ…
მხოლოდ მთვარეს ვთხოვ: 
გამიგოს! 
და მიწილადოს სხივები,
ცივი მთვარის ქვეშ დავდივარ
შეუმოსავი ფიქრებით…

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი