და შემოიჭრა ჩემში იმედი…


და შემოიჭრა ჩემში იმედი…
გულისკენ ცბიერ სხივებით მიდის,
გზად ანადგურებს დარჩენილ ყვავილთ,
უკვე დამჭკნარს და გაბადრულს ხანით…
ჩემსკენ მოიწევს გრძნობა ახალი:
მოჰქრის და მოჰქუხს მდინარესავით
და ყოველივეს სრავს გრძნობა ახალი…
მთვარესავით ცრის იდუმალ სხივებს,
გრძნეულ სიზმარად ჩნდება საზღვარი
და გულში იდებს იდუმალ ბუდეს,
როგორც ფანჯრის წინ იასამანი…

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი