მოიხედე, მოიხედე ქორო!


მოიხედე, მოიხედე, ქორო!
ცისფერ ყანებს 
ვარდი აქცევს ლურჯად…
დასტრიალებ, თავბრუს ახვევ მსტოვართ
განაბული დაქცეულხარ ფოთლად…
ლამისაა ცაში გაჰყო თავი
და მოსტაცო მზეთ ღუბლების კალა,
ჩაჩუმებულ, ჩაჩუმებულ ზვირთებს
ქარი ისევ ცინცხლად დაგიხატავს…
მომიტაცებს, მომიტაცებს ქორი
და წამიღებს სამადლობელ კართან…
გადამძალებს ფშავეთისკენ, ხევში.
მთებში მაგდებს, არტანუჯის ფრთათა…
გადამკრთალი, კორჩიოტაც მოჩანს-
ენძელების ტევრი ადევს მთათა…
უსაზღვროა სიყვარული მათთა…
მოიხედე, მოიხედე, ქორო!
ცისფერ ყანებს
ვარდი აქცევს ლურჯად…
დასტრუალებ, თავბრუს ახვევ მსტოვართ
განაბული დაქცეულხარ ფოთლად…

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი