ვარდობა…


ვარდებმა მოიცვეს პალტო…
ეკლები გასცილდნენ ისარს,
ნუ წახვალ ჩემს მერე მარტო
შავია, შავია მიწა…
ვარდებს გასცილდნენ წლები,
უეცრად მოისმა ციდან,
პეპლების გუნდები ზევით
დაიხვნენ, გაიდგეს მიწა…
მოგონებებში მარტო
ყვავილის სურნელი მინდა,
ყვავილის, იმ ერთის მარტო,
რომელსაც ვარდობა ჰქვია!…

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი