ტიტების მინდორში
ტიტების მინდორში მე ჩავიკარგე… მზე განაბული დამჩერებია, დროზე გავასწროთ ამ ამბავს თორემ, გამცლელი მეტი არ დამრჩენია… მზე მოკაშკაშე გაალბობს მიწას, ფესვები გადგა ჩემმა ფეხებმა და ტიტებივით გარინდებული გრძნობა უეცრად გადამელევა… გავასწროთ, გავასწროთ დროზე… თორემ მეც ვიქეც ბებერ ტიტებად და თუ გავიდგი ისევ… ვეღარვინ მომწყვეტს ფესვებს იქედან…
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი