მაია მირუაშვილი

პედაგოგი. პოეტი. მწერალი

0

ღვთის რისხვა არის ..


ღვთის რისხვა არის 
მტრად ჩავთვალო რუსი და ოსი.
გულით მინდა და მეშინია, 
მე თქვენთან მოსვლის.
სამშობლოს მგლეჯავთ საუცხოოს,
ლამაზს და მთიანს,
ძმებს გიწოდებთ და თქვენ კი
გვამთა დარაჯნი გქვიათ.
მითხრეს, მოისპო, აოხრდაო ლიახვის პირა,
გული მომიკვდა და ცრემლებში გავიდა კვირა.
რაზიკაშვილმა რად გაგვაცნო ნეტა ჯოყოლა?
ახალგორელებს
რატომ უჭირთ
ამბის მოყოლა?
ლიახველ დედებს ვუთანაგრძნობ
ცრემლებში მთიებს,
თქვენთან მომიშვით, 
მხოლოდ ფრთხილად
დავკრეფავ იებს.

21. 03. 2018 წ
კომენტარები (0)