მარიამ ბერიძე - ფოტო

მარიამ ბერიძე

სტუდენტი

სევდიანი სულელი

სევდიანი სულელი!
  ასეთი ვარ, ვარ და ვერაფერს ვიზამ, მივყვები დინებას და არც ვფიქრობ მის საწინააღმდეგოდ ცურვას, დააველოდები და ვნახავ სად წამიყვანს, იქნებ მოხდეს სასწაული და მიმიყვანოს იმ მწვერვალის წვერზე სადაც მოვიპოვებ ნანატრ ბედნიერებას, ან გადამჩეხავს იმ უფსკრულში საიდანაც ვერასდროს ამოვალ.
 

არ არის ძალა რომელიც შემაშინებს, ან დღეს მოვკვდები ან ხვალ, დაუმთავრებელი და ხვალისთვის გადადებული საქმე მე არ მაქ, ამიტომ სულერთია დღეს მოვკვდები თუ ხვალ. არ მაქ დასაკარგი, არ მაქ ის რის გამოც შეიძლება ცხოვრება მიხაროდეს, მხოლოდ ერთი რამ მაქ მოგონებები და სევდიანი წარსული.


 ალბათ კითხულობ ამას და იცინი, იცი რატომ? იმიტომ რომ შენ ეს არ გამოგიცდია, მაგრამ მოვა დრო და მიხვდები თუ რისი თქმა მინდოდა, გაიხსენებთ ჩემს სიტყვებს და გაგახსენდებათ ერთი უბრალო ადამიანი რომელსაც უნდოდა ეთქვა რაღაც მაგრამ ვერ თქვა, რადგან არ უსმენდნენ და სულელი ეგონათ და მაშინ მიხვდებით თუ ვინაა სინამდვილეში სულელი.


 ვწერ, ვწერ და თან ვაკითხებ უცხო ადამიანებს, რომლებიც საერთოდ არ მიცნობენ, ყველას ერთი კითხვა აქვს მართლა ასეთი სევდიანი ვარ თუ? ვიწერ ამ ყველაფერს? მინდა გითხრათ - მართლა მე ვწერ, ვწერ რასაც ვგრძნობ, მეტს არაფერს. უმეტესობა ვერ იგებს რისი თქმა მინდა, ბევრს ეცინება, რადგან არ ესმით და ვერც გაიგებენ, ასეთი ადამიანები ჩემთვის არაფერს წარმოადგენენ, რადგან მათთვის მთავარი თავიანთი მუცელია, მეტი არაფერი და მაგონებენ ღორებს, რომელიც ჭყივის ხოლო თუ აჭმევ უფრო მეტს მოგთხოვს, რადგან ის ღორია და შეგნება არ აქვს, არც იმ ადამიანებს აქვთ შეგნება, არ მწყინს როცა შენიშვნას მაძლევენ მაგრამ მიუღებელია ჩემთვის იმ ადამიანისგან შენიშვნის მიღება რომელიც ღორია. 


 ვუყურებ სურათს და ვხედავ სევდიან სულელს, ადამიანს რომელსაც რაღაცის თქმა უნდა მაგრამ ვერ ამბობს, უბრალოდ არ შეუძლია ის ხომ სურათია და თავის სათქმელს თვალებით ამბობს, მისი გამოხედვა საკმარისია იმისთვის რომ დაინახო თუ რა სევდა და სიმარტოვის განცდა აქვს.


 ხანდახან გრძობ ტკივილს, გრძნობ სიმარტოვეს. ტკივილი იმდენად აუტანელია რომ გინდა ეს ტკივილი გააქრო და ყურადღება სულ სხვა ფიზიკურ ტკივილზე გადაიტანო, ამ დროს ყველაფერზე წამსვლელი ხარ, ვერც მან გაუძლო ამ ტკივილს და მისი შრამები ყველაფერს უსიტყვოდ ამბობენ, მაგრამ მის თვალებში მაინც ჩანს ის სულიერი ტკივილი რომლის დამალვასაც ის ცდილობს, ცდილობს მაგრამ არ გამოსდის.
კომენტარები (0)