0

დე მინორული საღამო


ზემოთ, მეზობლად უკრავენ ყანჩელს,
მეზობლად დედა უმღერის ბავშვებს,
შემდეგ მღერიან ღვთიურ ბგერებით,
სარკმლისკენ მიჰქრის ფოთოლი ძგერებით,

როცა ვკითხულობ და როცა წვიმს,
მეზობლად ისევ უკრავენ შოპენს,
შემდეგ სათუთი თითების ბჯენით,
ააჟღერებენ მეოთხე ნოქწიურნს

მეზობლად საოცრად უკრავენ, ყურს ვუგდებ
და ვუმზერ მწუხარ და მყუდრო ქუჩებს
მეზობლად თბილა, გარეთ კი ცივა,
თაღებში უნდობლად ბრჭყვიალებს წვიმა...

მეზობლად ისევ უკრავენ დე მინორს
და კლავიშებიც ცეკვავენ თითქოს...
კომენტარები (0)