0

ფერიანი ერთ-ფერ-ო-ვნებაც უფერულია...


ერთფეროვნების უფერო მორევში
მე მენატრება ათასფერი ზღვა,
ფერადი კენჭები, მწველი მზე,
დაბნეული და მოქანავე 
როგორც შენი ხმა...
კითხვის დამსმელი,
პასუხის არმცოდნე,
ჯერარმოსული, უკან წასული,
ვჭვრეტ თვალებით არაფრისმომცემით,
არაფრისმომცემი დამდევს წარსულიც...
აქაფებული, ნამტირალევი და ოკეანის
ყველა სიზმრის ზეპირად მცოდნელი...
როგორი მლაშე, 
რამდენის მაცნე...
მთვარის მორჩილი,
როგორც ფეხმძიმე,
რამ დაადუმა ?
ან კი რა უნდა მითხრას ასეთი,
ისედაც ვიცი,
ისედაც ვხედავ,
ნეტავი აქ,
ამდენი ცრემლი
ვინ დააგუბა ...?
კომენტარები (1)
მაგარია!