0

პირუტყვული (?) აგონია


ორი თვალი...
ორი ყური...
ეგ არის რომ უტყვი ენა...
პირ უტყვი,
თვალებში ჩვეული სევდა...
ეგ არის რომ ოთხი ფეხი...
ოთხი ფეხი...
და მაშინვე- ცული ჩქარა!
დანა ჩქარა!
ეგ თვალები - 
ვედრებითვე ამომშრალი...
დანა ჩქარა!
ანდა არა ! თოფი ჩქარა!
ოთხი ფეხი... ოთხი ფეხი...
ეს დაწყევლილი სხვაობა 
და დანა ჩქარა !
და მაშინვე ეგ თვალები
სევდით, ტანჯვით და 
სიცოცხლისწყურვილ სავსე!
მაგრამ არა !...
და მაშინვე გმინვა მშვიდი, 
და თვალები, ეს თვალები...
გემუდარებათ...
და მაშინვე ეს სისხლები...
ვისთვის ბროწლის, ვისთვის მძორის...
და მაშინვე ტკივილები , 
გაუყუჩავტანჯვისფერი...
და ყასაბი...
ურტყამს ისე პირუტყვივით...
და ნაზშემკრთალწამწამები სულ არაფერს ეუბნება
ზოგისთვის კი ტკივილს ჰყვება.
ზოგისთვის კი არც არსებობს.
აი, ისევ მოელვარე მზის შუქზე რომ
ბრწყინავს დანა,
გამოღადრის უსუსურ ყელს,
და ცხოველიც ქრება სადღაც...
მე ვერ ვარჩევ და ცხოველი
მაგ ორ შორის რომელია ...?!
ცივი დანა, სისხლი ყელზე.
გამოღადრა. მორჩა ? კმარა ?
ეს რა ბრძანე... ეს რა ბრძანე...
ეხლა ცეცხლი, ტაფა-ხრაკვა...
და სისხლები შეფერილი ცრემლებია...
და ტკივილი ყრუსთვის მიუღწეველია...
მაშ, მაშინვე გაახურეთ, გაახურეთ !...
ხორცი მოდის, ხორცი მოდის !
ოოო, კმარა !!!
ხორცი არა ! მძორი არა ! ლეში არა !...
სვავი არ ვარ , სვავი არ ვარ ...
ადამი ვარ !
ორთქლად მოდის მდუღარეში 
ჩუმი ტანჯვა, ჩუმი რისხვა...
გაოგნებულთვალებიც ხომ სადღაც გაქრა...
ალბათ ჩაქრა...
სვავი ძიძგნის, როგორ ძიძგნის...
როგორ გლეჯს და წიწკნის...
ხელებს უბრალო სისხლში თხვრის...
მაჯებამდე ასდის სისხლი...
გამეტებით ჭრის და ჭრის...
და ანაკუწებს უმწეო სიცოცხლეს,
გულში ოდნავად არა სცრის...
გამოლენჩებული ბითური ადამიანი
სულაც არა ჰკრთის...
კომენტარები (0)