0

სიზმარი


გულში დაიწყო წვიმები
მერე გაგრძელდა გარეთ,
მე კი ვერ გპოვე კვლავაც,
ალბათ წახვედი სადმე...

სიზმრებში გეძებ უმისამართოდ,
ყოველ კარს ვაღებ დაუკითხავად,
წვიმაში სველი და მოწყენილი,
ქუჩებსა ვსერავ განუკითხავად...

კვლავ გამოფხიზლებულს და მშრალს
მსურს რომ დავბრუნდე მე კვლავ სიზმარში,
რადგან იქ არის იმედი, ვიცი სულ მცირე
მაგრამ იმედი - კვლავ შენი ნახვის...

არც არსებულხარ, მე მოგიგონე,
და ჩემს სიზმრებში სული შთაგბერე,
მე შენ გაცოცხლე,შენ კი წახვედი,
თანაც მადლობა არ გადამიხადე...

არაფერია, მე სხვასაც შევქმნი..
და გამოვძერწავ ვით ღმერთი ადამს,
და ფიქრი იქცევა სიგიჟის წყაროდ
ვიდრე არ მივცემ უებარ წამალს

დავრჩი კვლავ მარტო, აღარ მყავს გამგები,
ღამეც და მთვარეც მიჰყვნენ გართობას,
და ფიქრები კი შენთვის სათქმელი
ახლა იწყებენ ჩემში გაყოფას...

მე უნდა ვშობო ახალი ოცნება,
ფიქრი ფიქრებში ისევ იტოტება...
ოღონდ კი მას ისეთად შევქმნი,
რომ ვერ გაბედოს  ჩემი მიტოვება....
კომენტარები (0)