0

ჩემი მერანი


ვერ მივაქროლებ ვერა და ვერა...
ვერ მივაქროლებ ჩემს ერთგულ მერანს,
შიშს მიჩენს შავის სიმღერის მღერა,
მაგრამ მაინც მსურს ვიცოდე ფრენა...

ვერ გამიბედია შევეხო მერანს,
ამ სათუთ გრძნობების ძგერას და ჩქეფას..

ცოდვების გუდით დამძიმებულსა,
გულს შემომყრია სევდა მუდმივი,
მიწის პრობლემით გადატიკული
ღამეც დაღლილა დამწუხრებული...

ვეღარ დავთვალე ცოდვების რიცხვი,
ეს ხომ შენა ხარ, ცოდვების მწყემსი...
ვეღარ გასძეხი გეენის სატანავ,
აჰა, აქა ვარ , წაიყვა მსხვერპლი...

დღითი დღე მეტი, უფრო და ბევრი.
მოგიწყენია დაღლილო ცხოველო,
ხშირად მინდოდა ყოფნა მარტოდ და 
ბრბო მეხვეოდა, უმალ მახრჩობდა...

ეხლა ხომ მაინც გამოვიქეცით
ჩემო მერანო, სულთამბრძოლავო,
ერთი შენღა მყავ ზურგშეუქცელი,
გასჭენე, ჩქარა ! არ მიღალატო !

ყველა მეზიზღება, ყველას ვეზიზღები,
თუმც სიძულვილი არ გამჩენია,
მაინც ვერა ვხვდები, რატომ ვერ მიგებენ,
ადამიანი ხომ ასე ბევრია ?

ყველა სხვადასხვა, თუმცა ერთნაირი,
ყველა ძვირფასია, თუმცა უფასური,
ყველას სიყვარული - ურთიერთგაგებული,
ყველა ანგელოზი, თუმცა ბელზებული...

ამა ფიქრებით მე მივაჭენებ,
იქ სადაც ჩუმი მყუდროებაა,
იქ სადაც მე და ჩემი მერანი
მოვკვდებით მშვიდად და ბედნიერად...

ხალხის გარეშე, ხმაურის გარეშე,
მარტოდ ყოფნას თუ რამე მერჩიოს,
ადამიანთან დროის დაკარგვას,
გულში ძიება თუ არ სჯობიყოს...

მე თუმც ხშირადა დამიტირია,
ჩემი უღირსი შეცოდებანი,
მხოლოდ მერანს თუ უგრძვნია ალბათ
ჩემი ამაო შევედრებანი...

ჩემი გულისთქმის მოწმე ხარ მერანო,
ჩემი გრძნობების თანაზიარი,
შენ ადამიანს ვით შეგადარო
შენა ხარ უფრო ლაზათიანი...


დაწერილია 2018 წელს
კომენტარები (0)