შვილმკვდარი


შვილმკვდარი დედის განწირული ხმა,ბგერების ყველაზე საშინელი ერთობლიობაა,რომელსაც ოდესმე მოისმენთ.

_შვილო_ყვირის გამწარებული ქალი,რომელსაც შვილი ხელში ჰყავს მოქცეული,და ებღაუჯება.

სასწრაფოს მანათობელი თვალებს მიბრმავებს და გზას მირევს რომელიც,იმ ქალთან მიმიყვანს.
ვიბნევი,ვმძიმდები.
სუნთქვა მეკვრის.
მერე  ვაანაზილებ სიტუაციას,და შავ ტანსაცმლად ვიქცევი.
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი