სამყაროს სიმძიმე


სანაპიროზე სხედან,თბილი საღამოა,ოდნავ ქარი უბერავს...გოგონას თმა აქეთ_იქეთ ფრიალებს,და ბზინავს მთვარის შუქზე.

_გრძნობ სიმძიმეს?

_ჰმ?..._ვერ მიხვდა.

_სამყაროს სიმძიმეს გრძნობ ?!.._გაიმეორა ისე რომ არ უყურებდა.
პირდაპირ,უსასრულობისკენ იყურებოდა..

_არა,ახლა არა..მაგრამ ხანდახან ალბათ კი.

_მე სულ ვგრძნობ...სამყაროს სიმძიმით დავდივარ ყოველთვის,სამყაროს გრძნობებით,ემოციებით,ტკივილით,სიხარულით.
ერთ დიდ გრძნობაში მოვაქციე,ალბათ უფრო პატარა ყუთში,და იმ ხვრელში ვმალავ რომელიც მკერდში მაქვს,სადაც ემოციების დიდი სახლია აშენებული..
მომწონს,მომწონს სიმძიმე.
ვგრძნობ რომ ცოცხალი ვარ,ღრმად ვისუნთქავ ჰაერს,და მეტ ემოციას ვისრუტავ ამ ხვრელში...
ვცხოვრობ ტკივილებით,რომელიც სხვისია მაგრამ ამავდროულად ჩემი,ვცხოვრობ სხვისი სიხარულით,მაგრამ ისიც ჩემია.
ვცხოვრობ სხვებით,მაგრამ ამავდროულად ჩემით..
ოდესმე გიგრძვნია თავი ასე?...

თავი გააქნია,ცრემლიანი თვალებით შეათვალიერა მისი სახე.
_არასდროს...

_მჰმ_გაუღიმა...დადუმდა ყველაფერი.
მხოლოდ ტკივილნარევი ხვრელიდან ისმოდა სამყაროს ხმები.
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი