ხანდახან ძალიან :)


ხანდახან ძალიან მეცოდება საკუთარი თავი.
არ ვიცი რატომ მაგრამ,ხელებზე დავიხედავ ხოლმე და ვფიქრობ...იცი რა ? არც ისეთი ბინძურია როგორიც მგონია,ვგრძნობ როგორი ცოდო ვარ.
წარმოვიდგენ რომ სულ თეთრი ვარ,ტუჩები დამსკდარი მაქვს და თვალები ჩავარდნილი,ჩაშავებული,უსიცოცხლო.
ვითომ ვზივარ აი ასე საწყლად და თითებიდან კანს ვიძრობ.
ერთმანეთში ვათამაშებ.
მერე მუჭს მაგრად ვკრავ,გულთან მიმაქვს და ძალიან მაგრად ვტირი.
ცხარე ცრემლებით.
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი