0 34

იწვი


შენ იწვი.
მე გიყურებ და ვიცი, 
რომ შენია თეთრი ორთქლი,
რომელიც ვერაფერს მავნებს.
მე გიყურებ და მიყვარხარ,
როგორც არცერთი 
უცხო სისხლი და ვხედავ როგორ გარბიხარ, ვხედავ
როგორ იწვი.
ნებისმიერ დროს შეიძლება რაღაც გაწყდეს. ნებისმიერ დროს შეიძლება რაღაც მოკვდეს. ჩვენ ვიღებთ უსულო ნივთებს და ვუგონებთ სიტყვებს. ვზრდით და ვაჭმევთ საკუთარი სიცოცხლის ხარჯზე. ყველა ნივთი რჩება მაშინ, როცა ვკვდებით. ყველა უსულო ნივთი რჩება ჩვენი უსულო სხეულის კანზე. ჩვენი სხეულის ნივთზე. უსულო ნივთზე. მოგონილ ნივთზე.
შენ იწვი და ანათებ.
ქრები და მერე თავიდან იწვი.
მე გიყურებ და ვერაფრით ვივიწყებ შენს ტრაგიკულ სახეს.
იქამდე სანამ ნაბიჯი ჯერ არ ყოფილა, კიდევ რთული გზაა გასავლელი. მე ვერ დავანებებ თავს ამ იმედგაცრუებას. მე ვერ დავანებებ ფიქრს იმ წარსულზე, რომელიც ბოლომდე წარსულში არ დარჩენილა. მე არ შემიძლია გადავკეტო ყველა სივრცე, რომელიც შენთან მაკავშირებს და არ შემიძლია სუნთქვა შევწყვიტო, რადგან მთავარი ჯერ კიდევ წინ მაქვს.
კომენტარები (0)