0 7

დაბრუნება


***
აგერ, ფიცრის მაგიდა, ერთი სკამი და მასზე ბალღობის წლები,
იქით, ყანჩა, ღატაკის ქოხთან,
დღეზე ნათელი, განმარტოებას დაუმეგობრდა.

***
ერთხელ, ჩვენ შორის იყო, სატელეფონო საუბარი და
მთავარი სათქმელი,
ვერნათქვამი,
ის მოდიოდა... და წვიმდა იმ ღამით,
მე დღისით ვნახე და მანძილი იყო წვიმაზე მეტი,
და (მჯერა) ოდესმე დაბრუნება იქნება მშვიდი.

***
მზის და მთვარის შეხვედრა თუ იცი?
ან მიწის სიმღერა? წვიმასთან ერთად,
მოდი და გვნახონ.
კომენტარები (0)