0 49

დამშვიდობება


მის ნათქვამ 'მშვიდობით'
თან ახლდა 'მიყვარხარ'
მის თვალებს უცნაურს,
ტანჯვით გახელილს,
ღიმილი ფარავდა,
ის იყო დღე_ღამე
ფიქრებზე მეტი
და ახლა დრო არის,
დრო, რომელიც
უკან არასდროს ბრუნდება.
ის წავიდა, წასვლას კი 
ის დღე არ ჰგავდა,
ეს უფრო იყო გარდაცვალება.
დარჩა უპასუხოდ, კითხვა 
რომელსაც, დრო ვერ გაუძლებს,
დღე_ღამე ფიქრი და ყალბი ღიმილი,
მას შემდეგ, წლებია 
დამშვიდობება მარტივი გახდა
სიტყვა 'მიყვარხარ' 
ყველაზე რთული.
კომენტარები (0)