0 31

წარმოდგენა


ყველაფერი სისულელეა ამბობ
და ამ დროს არავის უსმენ 
არავინ, ხომ არავინაა.
და დღეები ასე გადის
ვიცი 'პოეზია' არც ეს არის 
მაგრამ ეს ის არის 
რასაც სხვა ვერ იტყვის
და ახლა ამ შუა ღამით ვწერ, 
როდესაც, ღამე ტირის 
და ვერ ვამშვიდებ.
მასზე რას ვიტყვი?
იგი შორსაა, 
და ასე იყო
ღმერთიც შორს არის 
თუმცა ხომ არსებობს?
ახლა 
წარმოიდგინე
წარმოიდგინე
წარმოიდგინე 
რომ მარტო ხარ, ყველა წავიდა
ან კიდევ პირიქით, შენ წახვედი.
ახლა, ეს წარმოდგენა არის სიმართლე.
კომენტარები (0)