0 38

ვინ იცის


ჩემო ძვირფასო, ისევ შენზე ვწერ
წითელი ღვინო არც ისე ცუდია,
ჩემზე ძლიერი ღვინო აღმოჩნდა
საკუთარ თავთან ისევ დავმარცხდი.
სისულელეა მე რომ ასე ვარ
შენ უკეთ იცი რას წარმოვადგენ.
ქალაქის ჰაერს ვიხსენებ 
რომლითაც სუნთქავ,
ნათურებს
რომლებიც ჩემ იმედს ჰგავდნენ,  
ადგილებს
სადაც შენ კვალს ვხედავდი,
და გამუდმებით შენ ხმას ვუსმენ(დი)  
ჩემ სახელს, რომ იმეორებდა
მაშინ როდესაც ვერ მხედავდა.
მე იქ ვიყავი შენ კი ვინ იცის
რომელ ქალაქში მშვიდად გეძინა.
შენი არ ყოფნა მაშინ ვიგრძენი 
როცა, პირველად ერთი ცის ქვეშ 
ასე შორს აღმოვჩნდით...  
ახლა, იქ ისევ ღამეა, აქ კი თენდება
ვხედავ ნათურას, რომელიც 
ცოტაც და ალბათ ჩაქრება.
კომენტარები (0)