მარი იმერი - ფოტო

მარი იმერი

ფიზიკოსი ლირიკოსი

0

მე გიღალატებ


მე გიღალატებ,
ჯვარს დავიწერ მარტოობაზე,
ხელისმომკიდედ სევდა მინდა გავიყოლიო,
გამიწვიმდები,დღეს ბოლოჯერ სულის ფრესკაზე,
აღარ მსურს გული სიყვარულმა აიყოლიოს.

არ ვიცი რატომ,
ოცნებებში რატომ გსაკლისობ?
სხეულში ვნების, ჟრუანტელის ფერად ბუდდები,
დუმილი კივის, ვეღარ ვმარტობ, ვეღარ ვმაისობ,
გავრბივარ შენგან და ისევე შენთან ვბრუნდები.

მე გიღალატებ,
ზღვა დაშრება ცხარე ცრემლების,
ჩამოგშორდება ფიქრი ჩემი- გრძნობა დაცლილი,
მომისაკლისებ,
მარტოსული, ტყვე იმ დღეების...
წამის სიგიჟე, წამის შეშლა , ერთად განცდილი.

უღმერთოდ გენდე,
მზედ გიტევდი გულის კედლებში,
ყველაფრით დაღლილს,აღარ ძალმიძს წვა და წვალება,
სიყვარულს მტვერი დაედება სულის თაროზე,
ღმერთს ვთხოვ, სიკეთით გაგითენოს ფერიცვალება!
/მარი იმერი/
კომენტარები (0)