მარი იმერი - ფოტო

მარი იმერი

ფიზიკოსი ლირიკოსი

0 123

მოდი, გპატიჟებ...


*
უსამართლობა, რამდენი?
მჯიჯგნის, მიახლებს იარებს,
ვერ ვპოვე სულის საყრდენი 
ვგავარ ქარს -მოხეტიალეს. 

საც განთიადის ღარებზე
მზე კი არ ბრწყინავს-შრიალებს, 
ფოთლების საქანელაზე
ვეღარ ვიშუშებ იარებს. 

გულს ნესტიანი ჩვენებით
ვერა  და ვეღარ ვიალებ, 
უფალო , ჯვარის სიტვირთით
შენ ხომ ჩემს გამოც იარე?!  

მოგონებები სველ თარგში
ხავსიან დღეებს ჩაითრევს
შენ, ჩემო ბედნიერებავ
მოდი,  გპატიჟებ ჩაიზე!  


მარი მარი
კომენტარები (1)

ზვიად მესხი ფილოსოფოსი - 14.05.2020

სამოვარი მზად გაქვთ?