ძვირფასო მკითხველო...

ძვირფასო მკითხველო, წელს საიუბილეო წელიწადი მაქვს, მალე 50 წლის ვხდები, აქედან გამომდინარე მინდა საჩუქარი გავუკეთო ჩემი შემოქმედების თაყვანისმცემლებს და წლის ბოლომდე უფასოდ გთავაზობთ ჩემი პირველი წიგნის „მეტამორფოზი“-ს გადმოწერას. ისედაც მიზერული ფასი ჰქონდა, 1 ევრო, მაგრამ გარკვეული ტექნიკური, მატერიალური თუ ფსიქოლოგიური მიზეზით ჩემი წიგნის შეძენის მსურველნი ვერ ახერხებდნენ მასზე წვდომას ან ჩამოტვირთვას. მიზერული ფასის დადებას მეორე დანიშნულებაც ჰქონდა, კერძოდ რეალური რეიტინგის განსაზღვრა, ვინაიდან განვითარებულ ქვეყნებში რეიტინგები გაყიდული წიგნების თუ სინგლების გაყიდვის მიხედვით დგება. თორემ საქართველოში პოეზიით ვინ გამდიდრებულა და აშენებულა...
გთხოვთ ეს ინფორმაცია გაუზიაროთ სხვებს

-მერ'ფი-
კომენტარები (0)