„ეროვნული ბიბილიოთეკის“ დირექტორს ბატონ გიორგი კეკელიძეს შევხვდი.

ამასწინათ „ეროვნული ბიბილიოთეკის“ დირექტორს ბატონ გიორგი კეკელიძეს შევხვდი. ვისაუბრეთ. მოვუყევი როგორ მოხდა,რომ მეც მიმიძღვის წვლილი „ეროვნული ბიბლიოთეკის“ სახელის დარქმევაში. დიდი ხნის ამბავია,თითქმის დავიწყებულიც მქონდა. იმ დროს ეროვნული მოძრაობის ლიდერი ,შემდგომში საქართველოს პირველი პრეზიდენტი , ბატონი ზვიად გამსახურდია იმყოფებოდა მაშინდელი „საჯარო ბიბლიოთეკის“ თანამშრომლებთან შეხვედრაზე. მე და ჩემი ბავშვობის მეგობარ გოგი ორაგველიძეც ვესწრებოდით ამ შეხვედრას.მე კითხვა დავუსვი ზვიად გამსახურდიას, რატომ არ შეიძლება,რომ ამ ბიბლიოთეკას „ეროვნული ბიბლიოთეკა“ ეწოდოს მეთქი. რამაც მოწონება დაიმსახურა და მაშინდელი ბიბლიოთეკის დირექტორი ბატონი აკაკი ძიძიგური დამპირდა საპატიო მკითხველის სტატუსს. ეხლაღა დავფიქრდი რა მნიშვნელოვანი ისტორიული პროცესის თანამონაწილე გავხდი
კომენტარები (0)