ინდულგენცია


ქრისტიანობა 
ისე მოირგეს, 
როგორც ჩექმები,
დამსკდარ ტერფებზე,
კვნესით თელავენ!..
სულის საცხონელ 
ოქროს სწირავენ,
იმის სანაცვლოდ 
ათასებს, 
რომ უღვთოდ 
წირავენ,
აღარ ღელავენ!..
ეს სააქაო მაგათია და 
საიქიო მოიწყონ უნდა!..
ფულს არ ზოგავენ,
კარგად იხდიან,
სხვებს კი ტყავს ხდიან,
არ უნდათ ხურდა?!.
არ უნდათ ხურდა...
არ უნდათ ხურდა,
მრევლი დადუმდა...
 დუმდა ტაძარი
დაობლებული.
ბედნიერება
ღმერთო სად არის?..
  ჩუმად ზის ჩრდილში,
ცრემლს მალავს ბერი,
უღვთო ქმედებით 
გაოგნებული...
- დიდება შენსა მოთმინებასა.
- ამბობს თვის გულში...
P.S.
ეს იყო სადღაც,
უხსოვარ დროში,
როცა კაპიკად
ფასობდა გროში!..
სადაც, თავიდან,
ჯვარს აცვეს ღმერთი
და არ ყოფილა 
ეს ერთადერთი.
მხოლოდ მცენარე
ამოდის ხნულში... 
ყველამ იცოდეს,
ვისაც სიცოცხლე
არა აქვს სულში.
ღვთის სასუფეველს
ვერსად, 
ვერავინ,
გადაცვლის ფულში! 
. -მერ'ფი-
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი