მახე მიმზიდველი უნდა იყოს...
მახე მიმზიდველი უნდა იყოს, არ უნდა უჩანდეს ნამდვილი სახე. მახე მიმზიდველი ვერ იქნება, მოქმედებაში თუ ერთხელ ნახე... მაგრამ ხშირად მაინც რჩება მიმზიდველი. - ნეტა რა ხილია, რა ხე? ამბობენ გულადად და მახეში გაბმულებს სიმწრით ეღრიცებათ სახე! ცხოვრებამ რამდენჯერ უნდა შემოგცხოს , რომ მიხვდე გაილახე! შეეშვი ეშმაკის დევნას და მიგებას, ხშირად დევნაშია მახე! -მერ'ფი- www.merpi.ge