ახალი წლის ღამით (სიმღერის ტექსტი)

ახალი წლის ღამით,
მოწმენდილი ციდან,
ვარსკვლავები ცვივა
გაილია დრომოჭმული,
კურთხეული ძველი წელი,
და ახალი ღვივა...
საჩუქრებით დამძიმებულ,
საახალწლო ნაძვის ხესთან
მსურს ოცნების გზები,
რომ გავლიოთ ბედნიერად,
ღვთაებრივი სიყვარულით,
სანუკვარი წლები...
ვეგებებით ამომავალ მზეს,
პირველი წლის უპირველეს დილას,                                                            მოგილოცავთ ახალი წლის დღეს,
და დიდებულ საშობაო კვირას.
                    - მერფი -