გზად დიდი თონეთისკენ
(დათია ბადალაშვილისას რომ მივდიოდით, „ვაჟაობაზე“) ამირან არაბულს, ეთერ თათარაიძეს გაღმა დიდგორია, - სანატრელი, დაგვდევს დამარცხების ანაწერად: როცა აღარაფერს აღარ ელი, უცებ ზეგარდმო რომ დაგაწყდება. სულშიც დიდგორია, - განაჩენით ჩვენი ხელახალი დაბადება. დავითის ხმალის ანასხლეტი დამპყრობს დარჩენია ანათემად. მეტი რაღა გითხრა, - დანარჩენი... ქონდარს შეაგროვებ ხანდახანად, თუმცა ეს გვირილა აქაც შვენის, ეთერს წამოვუღებ სანახავად...
კომენტარები (0)