ქარი წაიღებს...
ქარი წაიღებს, ქარი წაიღებს ღიმილს, ცრემლების მშვენს... ბევრიც ეცადო, - რად? - ვერ გაიგებ, - ქარი წაგიღებს, ქარი წაგიღებს, ქარი წაგიღებს შენც... ქარი წაიღებს, ქარი წაიღებს ნატვრას, ძველსა და მკვლელს. ბევრიც ვეცადო, - სად? - ვერ გავიგებ, - ქარი წამიღებს, ქარი წამიღებს, ქარი წამიღებს მეც. ქარი წაიღებს, ქარი წაიღებს დარდების მბორგავ ზღვებს. ბევრიც ეცადოთ, - რად? - ვერ გაიგებთ, - სად? - ვერ გაიგებთ, - ქარი წაგიღებთ, ქარი წაგიღებთ, ქარი წაგიღებთ თქვენც...
კომენტარები (0)