0 36

მკლავს შენი ნაზი ნათითურები


შორი ზღვებია ამოუხსნელი,
შენი თვალები - ურჩად უჩვევი,
ჩემამდე მოაქვთ შენი სურნელი...
თოვს...

სულს დაშნებად სჭირს შენი მწუხრები,
შენით ვარ კვლავაც განუკურნელი
და ხეტიალებს რამდენს ვუნდები...
თოვს...

ფიქრებიც თეთრი არის სრულებით,
ცრემლად მაჩნია შენი ურვები...
მკლავს შენი ნაზი ნათითურები...
თოვს...
კომენტარები (0)