0 6

ნასიზმრებ ხაჭუს ხინკალზე თქმული


(გალექსება, ფანდურზე დასამღერი)
 
„დაგძინებია, არჩანდავ,
დაგსიზმრებია ხინკალი,
რეერთან ნაოჭან ხქონდენ,
არ დამიმალო, მითხარი...“
- სანათა (მარიამ ხუცურაული).


ნაოჭებ ვეღარ მავსთვალე,
სურნელ რამ ხქონდა სვიანი.
უმალ ვარიდე ავ თვალებს,
სიტყვაც ვუთხარი გზიანი:

ტიალო, ხაჭუს ხინკალო,
როგორ ლამაზად სჩანხარო.
არ ვიც, მუზეუმს მიგართო
ან თუ ავდგე და შაგჭამო.

ხაჭუს ხინკალო, კარგი ხარ,
ქამა სოკოსა ღგევხარო;
ერბოსთან - ჭკვაში მამდიხარ,
ჟიპიტაურთან - მზე ხარო!

2008
კომენტარები (0)