0 22

მე დაგინახავ მთვარით...


მე დაგინახავ მთვარით,
რომელიც არის სავსე...
შენს სურათს დავცქერ მალვით 
და მწუხრი გულზე მაწევს.

მე აქ დარდებში დავალ,
შენ კი შენს სახლში სარეცხს
გაფენ და ნატვრის კაბას
ააფრიალებს მთვარე.


(მოთხრობიდან „კავკასიური დეტექტივი“. 
© მიხო მოსულიშვილი, 2008)
კომენტარები (0)