1 22

დარდი, სახელად თოლია


ჩემიდან შენამდე შორია,
შენიდან ჩემამდე - პირიქით...
დარდი კი, სახელად თოლია
ღიმილებს ცრემლებად მიითვლის.

სიტყვები ზეციდან მოდიან,
ზეცაში მიდიან - ნაკლებად...
დარდი კი, სახელად თოლია
ჰორიზონტს ზეცისკენ გაჰყვება.

ჩემიდან შენამდე შორია,
შენიდან ჩემამდე - პირიქით...
დარდი კი, სახელად თოლია
ღიმილებს ცრემლებად მიითვლის.

(სიმღერა პიესიდან „უკანასკნელი თოლია“, 
© მიხო მოსულიშვილი, 2018)
კომენტარები (0)