0

ტრფობა წამებული


რავქნა ქალო როს ვიხილე,
შენი თეძო, შენი მკერდი,
წამში მზერა მომტაცა და
გაშტერებით დავაჩერდი.
მერე ოფლმაც ისე გამცა,
შუბლს გადმოსკდა დაღვარული,
გულიც შეკრთა და აძგერდა,
ვნებისაგან დაღალული.
უცხო ქარი გადმომქარდა,
თავს ტრფიალი მომახვია,
და საღამოს გაეკალდა,
გულს დარგული ტრფობის ია.
რავქნა ფიქრი არის ცელქი,
და ოცნება ვნებით დარგო,
თეთრი ღამეც ამ განცდაში,
დამათენდა ჩემო კარგო.
ყოფა გამიუკუღმართდა,
მთვრალი ვარჩევ ხეტიალსა,
მაგრამ აბა რას ვინატრებ,
შენს უკეთეს საფიქრალსა.
კომენტარები (0)