0

###


ვუმზერ თვალებში და სამყაროს ანარეკლს ვხედავ,
ფიქრებს და აზრებს უჩვეულო განცდა მოება,
გახშირდა უფრო უგზო-უკვლო დღეების დენა,
და საზღვრებს გასცდა ყოველგვარი ამაოება.

შევხედე ქვესკნელს და ზესკნელის ვნახე ნათება,
შევეხე აწმყოს და წარსული აღმოვაჩინე,
სიცარიელე უნდა იყოს, არის სავსება,
სად არის ღმერთო, აღარ ვიცი შენი საჩინე.

უსასრულობა დაიტიეს ვიწრო საზღვრებმა,
და უკუნეთში ვარსკვლავური სხივი კაშკაშებს,
რა მდაბალია სიკეკლუცე ასე თავნება,
მიდის ცხოვრება და ყველაფერს მიათამაშებს.

მიდის, 
დრო მოვა აყვავდება შენი ტიტები,
მაშინ ყველაზე ბედნიერი ქალი იქნები.
კომენტარები (0)