0

####


ზოგჯერ ქარია ჩვენი ცხოვრება,
ზოგჯერ საამო თბილი ნიავი,
ზოგჯერ თოვაა, ნელი და ამო,
ზოგჯერ ნამქერთა ორომტრიალი,

და დასასრული კარზე მომდგარი,
თავად მიგიყვანს სიახლის კართან,
თუ ტკივილია მოსაგონარი,
შერეულია სიამის წამთან,

მარადიული ნუგეში თუ გსურს,
უნდა წარმავალ სიხარულს გასცდე,
შენც სწორედ მაშინ იქეცი წმინდად,
როს შენი ნებით სიწმინდე დასთმე.
კომენტარები (0)