0

ფიქრი


ზედმეტი ფიქრი ასუსტებს სხეულს,
თუ გიფიქრია რა არის ფიქრი ?
ფიქრი კი იცი რა არის მაგრამ,
არ შეგიძლია გადმოსცე სიტყვით.

საკუთარ თავში ფიქრს ვიწვევ ახლა,
ამ ფიქრს სახელად ვუწოდე „ფიქრი“,
მარადისობის ულევ წიაღში,
ცხოვრების თეთრი ვაგონი მიქრის.

რამდენი კაცი თან მისდევს ნეტავ,
სრბოლას ცხოვრების თეთრი ვაგონის,
მიქრის ვაგონი და ესესაა,
გადაიარა ფიქრის მთა-გორი.

რა მიზანი აქვს ყოფას კაცთათვის,
ან საით მიჰქრის თეთრი ვაგონი ?
რაში გვჭირდება საუბრის სტილი,
თუ არავინ გვყვავს ქვეყნად გამგონი ?

მეც იმას ვამბობ კვლავაც და კვლავაც,
ყველას თავისი ჭირი სჭირია,
არავინაა სიტყვის გამგონი,
თუმც მოისმინო დიდი ნიჭია.

ასე სრულდება ჩემი სიტყვები,
ამ ცხოვრებასაც ხომ ააქვს ბოლო,
და საით მიჰქრის თეთრი ვაგონი,
ამას შენ გვეტყვი, მიწავ და მოლო.
კომენტარები (0)