თბილისის სურათები
ჩემთვის ქუჩას მივუყვები ნელა , ცა განათდა, მზეა, აღარ ბნელა , მშვიდად იწყებს ეს ქალაქი ღვიძილს , ვეგებები “ მანეკენის “ ღიმილს . ქუჩის პირას სევდიანი სახით , ესესაა ბებომ დადგა დახლი , ბაბუ კიდევ , რომ ურჩია ბრძენმა , დილით დარბის სიცოცხლის წლებს წელავს , ვიღაც ბიჭი ყურსასმენით ყურში , სულ არ არის ამის ბაიბურში , ქუჩას უმზერს ვით პლანშეტის ეკრანს , „ ჯეტია “ გავს ნიკოლოზის მერანს , შუქნიშანთან შავგვრემანი პირმშო , ბიძებისგან მოწყალებას ითხოვს , ის კაცი კი , წვერიანი ვიღაც , ბრაბუსიდან სათნოდ სახავს პირჯვარს , და გოგონა , ქალიშვილი ნაზი , ესემესს წერს უჩვეულო ბრაზით , მეტროს ახლოს , ბას – გიტარით ხელში , ხელოვანი „ ათ შაურზე “ მღერის , ვიღაც კიდევ „ კუშს “ აგდებს და ბედავს , ოც „ კაპიკზე “ საქსაფონში ბერავს , კედელზე კი ვით ლორნეტის მინა , საარჩევნო პლაკატები ბრწყინავს , კუთხეშია მწეველების არე , სხვა მეთოდით გაათიეს ღამე . და მე ლექსს ვწერ , უჩვეულოს , ახალს , მკითხველი კი , ეს ქალაქი გახლავს.
კომენტარები (0)