0

გაიღიმე


მხოლოდ ერთს გთხოვ გაიღიმე,
შენებურად ერთი კიდევ,
მაგ ღიმილის სიკეკლუცე
არე- მარეს გადაჰფინე.
ცა ლურჯია მიწას დაცქერს,
განა წვიმა წვეთავს ციდან,
ცისმიერი სითბო მოდის, 
მოდის შენი ღიმილიდან.
გათამამდნენ ლურჯი მთები,
სიო ხმელეთს ეფერება,
ვიცი გიყვარს ბაგეებზე,
შენც ღიმილის შეფერება.
ეს მდინარე საით მიდის,
ნახე როგორ მიღიღინებს,
თითქოს ჩუმად გეუბნება
გაიღიმე, გაიღიმე.
კომენტარები (0)